11-13 ნოემბერს, საფრანგეთის ქალაქი ორლეანი, ხმლით ფარიკაობაში სეზონის პირველ გრან პრის GRAN PRIX NUOMA უმასპინძლა.
შეჯიბრების პირველ დღეს ასპარეზობაში კაცები ჩაებმებიან და საუკეთესო 64 მონაწილეს გამოავლენენ. საქართველოს სახელს ბექა ბაზაძე, ვაჟა რეჭია და ნიკოლა როუსენტი დაიცავს, რომელიც ოფიციალურ შეჯიბრში საქართველოს სახელით პირველად იასპარეზებს.
პარასკევს, 12 ნოემბერს წინასწარ შეხვედრებს ქალები გამართავენ, მათ შორის თეოდორა კახიანი-მეკლინგი და ლიკა ჯიჯეიშვილი.
შაბათს, 13 ნოემბერს გადამწყვეტი შეხვედრებია. რეიტინგიდან გამომდინარე სანდრო ბაზაძე ასპარეზობაში T64 -დან ჩაერთვება.
შეჯიბრების პირველ დღე ხმალი კაცები
Pre.T 64 ბექა ბაზაძე - შარლ კოლე (საფრანგეთი) 10-15
Pre.T 64 ნიკოლა რუსე - ბალინტ კოსუტი (უნგრეთი) 15-5
Pre.T 64 ვაჟა რეჭია - ალექსანდრ ტრუშაკოვი (რუსეთი) 13-15
Pre.T128 ვაჟა რეჭია - ბოგდან პლატონოვი (უკრაინა) 15-14
კაცთა საკვალიფიკაციო ეტაპი, საქართველოს ნაკრების წევრთაგან ნიკოლა რუსემ დაძლია, ბექა ბაზაძეს და ვაჟა რეჭიას ძირითად ბადეში მოსახვედრად ერთი ნაბიჯი დააკლდათ.
ორლეანი, საფრანგეთი. GRAND PRIX NUOMA. II დღე. ხმალი ქალები
Pre.T 64 თეოდორა კახიანი-მეკლინგი - ელოიზა პასსარო (იტალია) 14-15
Pre.T128 ლიკა ჯიჯეიშვილი - ოლგა ჰრამოვა (ბულგარეთი) 2-15
ორლეანი, საფრანგეთი. GRAND PRIX NUOMA. III დღე.
T 8 სანდრო ბაზაძე - ჯუნ ჰვან კიმი (სამხ.კორეა) 12-15
T16 სანდრო ბაზაძე - მატიას შაბო (გერმანია) 15-8
T32 სანდრო ბაზაძე - კენტო ჰოშინო (იაპონია) 15-6
T64 სანდრო ბაზაძე - ტომ საიტცი (საფრანგეთი) 15-11
T64 ნიკოლა რუსე - მატიას შაბო (გერმანია)11-15