ფედერაციის მთავარი სექციები

მერაბ ბაზაძე

პრეზიდენტი

მერაბ ბაზაძე

მერაბ ბაზაძე დაიბადა 1963 წლის 25 ივლისს, წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში. 2018 წლიდან არის საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი.

ის არის საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, მოსწავლეთა სპარტაკიადის ჩემპიონი და სპორტის რაინდი. 2024 წელს მერაბ ბაზაძე ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

მისი ხელმძღვანელობის შედეგად, საქართველოს ისტორიაში პირველად ფარიკაობაში უმასპინძლა 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, 2025 წელს ევროპის ჩემპიონატს კადეტებსა და იუნიორებს შორის, ხოლო 2026 წელს გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი ვეტერანებს შორის.

⚔️ საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

აცხადებს ბავშვებისა და მოზარდების მიღებას ფარიკაობის წრეზე 5 წლიდან.
ვარჯიშები ტარდება პროფესიონალი მწვრთნელების ხელმძღვანელობით,
უსაფრთხო და მეგობრულ გარემოში.

ფარიკაობა ეხმარება ბავშვებს:

  • 🥇 ფიზიკური უნარების განვითარებაში
  • 🎯 ყურადღებისა და რეაქციის გაუმჯობესებაში
  • 🛡️ დისციპლინისა და თავდაჯერებულობის გამომუშავებაში

📍 ვარჯიშების ადგილი: ილია ჭავჭავაძის გამზირი 49ბ

📞 დამატებითი ინფორმაცია: 0322 29 28 75

გელით ფარიკაობის ოჯახში! ⚔️

ქართული ფარიკაობის ისტორია

ქართული ფარიკაობის ისტორია

საქართველოში ფარიკაობის ისტორია საუკუნეებს ითვლის. იგი უძველესი დროიდან არსებობდა როგორც სამხედრო და საზეიმო რიტუალების ნაწილი. საბჭოთა კავშირის პერიოდში ფარიკაობამ სპორტული განვითარება განიცადა, რის შედეგადაც საქართველოდან არაერთი წარმატებული ფარიკაობის სპორტსმენი და ჩემპიონი გამოვიდა. დღესაც, ფარიკაობა კვლავ პოპულარულია და აქტიურად ვითარდება ქვეყნის მასშტაბით.

EWEBOT ELEMENT

სიახლეები

ფარიკაობის ლოგო

ჩვენი პარტნიორები